reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დროშისთვის ეწამა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:47
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დროშისთვის ეწამა
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 15:55



საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები მიიღო და მათ სიტყვით მიმართა.



მოგესალმებით ახალგაზრდებო, რომლებმაც დღეს საქართველოს 9 წერტილში, აღმართეთ ეროვნული დროშა და მობრძანდით აქ, ამ დღის აღსანიშნავად. მივესალმები იუნკერებს, რომლებიც ამ დროშის ჭეშმარიტი მცველები არიან. მივესალმები მთელ ქართულ საზოგადოებას და ყველა ქართველს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ეს დღე განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ ჩვენ კანონის მოთხოვნების შესაბამისად დავამზადეთ ეროვნული დროშის ორიგინალი, რომელიც საქართველოს გერბთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში იქნება დაბრძანებული.
დღეს, როდესაც ვზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, პირველ რიგში პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა.
ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა მრავალი საუკუნეების განმავლობაში, ვინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის. მარადიული ხსოვნა მათ ნათელ სახელებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016