reportiori.ge - საია პარლამენტს მოუწოდებს, სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე არ გაზარდოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:32
პოლიტიკა
საია პარლამენტს მოუწოდებს, სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე არ გაზარდოს
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 12:07

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს. საიამ ამ კანონპროექტის ორ მუხლთან დაკავშირებით  თავისი წერილობითი მოსაზრებ წარადგინაა.

პირველი ნორმა, რასაც საიას დასკვნა ეხება, არის სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლი. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნისთვის. პარლამენტში განსახილველ კანონპროექტში სიტყვა ,,მთვრალი" ამოღებულია და დარჩენილია ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა. საიას მიაჩნია, რომ კანონპროექტი, რასაც პარლამენტი განიხილავს, ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, სადაც კანონი უნდა იძლეოდეს ნათელ, განჭვრეტად პასუხს იმაზე, თუ რა ქმედება არის აკრძალული ან ნებადართული. 171-ე მუხლის როგორც არსებული, ასევე შემოთავაზებული რედაქცია მსგავს პასუხს არ იძლევა. ეს ნორმა საკმაოდ დიდ თავისუფლებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს, თავად გადაწყვიტონ, რა ქმედება ითვლება ამორალურად და ამის საფუძველზე იძულებითი ღონისძიებები გამოიყენონ პირის მიმართ. იმ ვითარებაში, როდესაც მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება, ლანძღვა-გინება და სხვა მსგავსი ქმედებები ისედაც წარმოადგენენ სამართალდარღვევას, კანონში ბუნდოვანი ჩანაწერების დატოვება არ იქნება გამართლებული ქმედება.

საიას მეორე შენიშვნა ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს. კანონპროექტის ავტორები ნორმის დისპოზიციაში ამატებენ სიტყვებს: ,,სამართალდამცავი ორგანოების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა)". ასევე ამ ქმედებისათვის სანქციის ოდენობა იზრდება 500-დან 2000 ლარამდე.

2004 წლიდან 173-ე მუხლი გამოიყენება შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ,,კარგ" საშუალებად, რასაც, ძირითადად, საპროტესტო, აქციებზე გამოსული პირების წინააღმდეგ ,,წარმატებით" იყენებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. უდავოა, რომ დაცვის ეფექტური საპროცესო საშუალებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არსებობს. მაშინ, როდესაც ვერც კანონმდებლობა და ვერც სასამართლო პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დაცვას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების დროს, საია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნებისმიერ მუხლში შეტანილი იქნას პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი შინაარსის მქონე რაიმე სახის ცვლილება.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სასკ-ის 171-ე მუხლიდან ამოიღოს სიტყვები: ,,ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა", ასევე არ შეცვალოს 173-ე მუხლის შინაარსი და სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის ჯარიმა არ გაზარდოს 500-დან 2000 ლარამდე.    


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016