დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის თქმით ულტრალიბერალები კვლავ გააქტიურდნენ და საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიასა და პატრიარქს ახალი ძალებით შეუტიეს. ამ თემაზე ბრეგაძე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა. ბრეგაძე ამბობს, რომ „გიგი თევზაძის, რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძისა და მათნაირი ათეისტი ექსტრემისტების ადგილი ჯერ ფსიქიატრიულ კლინიკაში, შემდეგ კი ისტორიის სანაგვეზეა":
„ფაქტია, რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძის, გიგი თევზაძისა და მათნაირების უზნეობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ესენი პარაზიტები არიან, რომლებიც ეროვნულობისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი „30 ვერცხლით" იკვებებიან.
წარმოიდგინეთ ვიგინდარა გიგი თევზაძე, რომელიც სააკაშვილის დროს კუდ-ში ადამიანებს აბეზღებდა, ქართველ ერს შობის აღნიშვნას უკრძალავს და ამ ბრწყინვალე დღესასწაულის გაუქმებას მოითხოვს! ეს ათეისტი ექსტრემისტები ეკლესიის დახურვასაც მოითხოვენ, ზეგ საეკლესიო პირების გაკრეჭის მოწოდებით გამოვლენ და ბოლოს ქართველობის, როგორც ეროვნების გაუქმებას დააპირებენ.
ცოტა ხნის წინათ აცხადებდა კიდეც გიგი თევზაძე, ქართული ენა რაში გვჭირდება, საქართველოს სახელმწიფო ენად ინგლისური გამოვაცხადოთო და ამას სრული სერიოზულობით ამბობდა!
გიგი თევზაძის, რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძისა და მათნაირი ათეისტი ექსტრემისტების ადგილი ჯერ ფსიქიატრიულ კლინიკაშია, შემდეგ კი ისტორიის სანაგვეზე - სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძისა და საქართველოს სხვა მოღალატეების გვერდით", - ამბობს სანდრო ბრეგაძე.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: ასავალ-დასავალი