reportiori.ge - „დადგება დრო, როცა დავინტერესდებით, რა პროგრესი გვაქვს სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:05
პოლიტიკა
„დადგება დრო, როცა დავინტერესდებით, რა პროგრესი გვაქვს სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით“
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 18:44



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებზე ინფორმაციის მიღების მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მთავარ პროკურატურაში წერილის გაგზავნის საკითხი შეაფასა. მისი თქმით, პრეზიდენტს აბსოლუტური უფლება აქვს მსგავსი ინფორმაცია მოიპოვოს.



როდესაც პარლამენტში მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძეს ვამტკიცებდით, მან წარმოადგინა პროგრამა, სადაც იგულიხმებოდა მუშაობის გაძლიერება ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, მათ შორის გახმაურებელი საქმეების, სამართლიანობის აღდგენის პროცესის ხელშესაწყობად. შექმნილია ახალი დეპარტამენტი და შოთაძის გადაწყვეტილებაა, რომ ეს დეპარტამენტი ხარისხობრივად და რიცხობრივად გაძლიერდეს. ამ ეტაპზე მე კითხვები არ მაქვს, მაგრამ დადგება დრო, როცა ჩვენც დავინტერესდებით, თუ რა პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით. ამ პერიოდში ალბათ პრეზიდენტსაც უპასუხებენ და არც ჩვენთვის იქნება ინფორმაცია დამალული", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძე.



პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ის წერილი გაასაჯაროვა, რომლითაც პრეზიდენტის მრჩევლმა კახა კოჟორიძემ საქართველოს პროკურატურას მიმართა.



წერილში კახა კოჟორიძის მხრიდან მთავარი პროკურორის სახელზე 6 კითხვაა დასმული, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენებიდან რამდენ პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, თითოეულ შემთხვევაში რა სასჯელზე მოხდა შეთანხმება და რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ათასობით აღმოჩენილ უკანონო, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016