reportiori.ge - მიხეილ დონდუა: „გაზპრომთან“ თანამშრომლობით რისკები არ მატულობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:25
პოლიტიკა
მიხეილ დონდუა: „გაზპრომთან“ თანამშრომლობით რისკები არ მატულობს
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 18:45



ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ „დოქტრინის" დირექტორი მიხეილ დონდუა  ფიქრობს, რომ   საქართველოს მაინც მოუწევს ბუნებრივი აირის „გაზპრომიდან"  შეძენა. დონდუას განცხადებით, მიწოდების ფორმა არ შეიცვლება და შესაბამისად არც რისკები არ მატულობს.


რეალურად, ჩვენ გვრჩება დაახლოებით, 2 მილიონამე  დეფიციტი, რომელიც მაინც უნდა შევიძინოთ „გაზპრომისაგან". საუბარია ისევ ძველი პრინციპით მიწოდებაზე, ოღონდ, ანგარისსწორების ფორმის შეცვლაზე. დღესაც შეუძლია რუსეთს, საქართველოს ბლოკადა, მაგალითად, გამოუცხადოს ბლოკადა სომხეთს, გადაკეტოს გაზი და ჩვენც ვერ მივიღებთ ვერაფერს ამ გაზიდან. მაგრამ ამას არ აკეთებს. რისკები ამ თვალსაზრისით  არ მატულობს,  რადგან მიწოდების ფორმა არ იცვლება, უბრალოდ, ანგარიშსწორების ფორმის ცვლილებაზეა საუბარი. რუსეთიდან მიღებული გაზი არ არის მოსახლეობის გაზიფიცირების დასაკმაყოფილებელი გაზი, რადგან ჩვენ საკმარის ბუნებრივ არის ვიღებთ აზერბაიჯანისგან. აქ საუბარია იმ გაზზე,  რომლითაც თბოელექტროსადგურებს ვამუშავებთ, რომლებიც აწარმოებენ ელექტროენერგიას. თუკი ყველაზე უკიდურეს სცენარში, რუსეთი არ მიაწვდის გაზს სომხეთს, შესაბამისად, იმ მილიდან ვერ მივიღებთ ვერაფერს, მაშინ ჩვენ თბოელექტროსადგურებს ზამთარში გავაჩერებთ და ელექტროენერიას რუსეთიდან, თურქეთიდან და  აზერბაიჯანიდან ვიყიდით.  მაგრამ ეს დაგვიჯდება ძვირი. ამ რისკის გარდა სხვა რისკები  არ იზრდება", -განაცხადა მიხეილ დონდუამ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016