ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ „დოქტრინის" დირექტორი მიხეილ დონდუა ფიქრობს, რომ საქართველოს მაინც მოუწევს ბუნებრივი აირის „გაზპრომიდან" შეძენა. დონდუას განცხადებით, მიწოდების ფორმა არ შეიცვლება და შესაბამისად არც რისკები არ მატულობს.
„რეალურად, ჩვენ გვრჩება დაახლოებით, 2 მილიონამე დეფიციტი, რომელიც მაინც უნდა შევიძინოთ „გაზპრომისაგან". საუბარია ისევ ძველი პრინციპით მიწოდებაზე, ოღონდ, ანგარისსწორების ფორმის შეცვლაზე. დღესაც შეუძლია რუსეთს, საქართველოს ბლოკადა, მაგალითად, გამოუცხადოს ბლოკადა სომხეთს, გადაკეტოს გაზი და ჩვენც ვერ მივიღებთ ვერაფერს ამ გაზიდან. მაგრამ ამას არ აკეთებს. რისკები ამ თვალსაზრისით არ მატულობს, რადგან მიწოდების ფორმა არ იცვლება, უბრალოდ, ანგარიშსწორების ფორმის ცვლილებაზეა საუბარი. რუსეთიდან მიღებული გაზი არ არის მოსახლეობის გაზიფიცირების დასაკმაყოფილებელი გაზი, რადგან ჩვენ საკმარის ბუნებრივ არის ვიღებთ აზერბაიჯანისგან. აქ საუბარია იმ გაზზე, რომლითაც თბოელექტროსადგურებს ვამუშავებთ, რომლებიც აწარმოებენ ელექტროენერგიას. თუკი ყველაზე უკიდურეს სცენარში, რუსეთი არ მიაწვდის გაზს სომხეთს, შესაბამისად, იმ მილიდან ვერ მივიღებთ ვერაფერს, მაშინ ჩვენ თბოელექტროსადგურებს ზამთარში გავაჩერებთ და ელექტროენერიას რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ვიყიდით. მაგრამ ეს დაგვიჯდება ძვირი. ამ რისკის გარდა სხვა რისკები არ იზრდება", -განაცხადა მიხეილ დონდუამ.