"გაზპრომთან" დაკავშირებით პრობლემა უფრო იმაში მდგომარეობს, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც წმინდა კომერციულ საკითხებს ეხებოდა, კარგად "გაპიარებული" არ იყო", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ განუცხადა.
ჯაფარიძე კახა კალაძის უწყებას ურჩევს, პიართან დაკავშირებულ საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოს, "რადგან კომუნიკაციის ნაკლებობა აჩენს ეჭვებს, თითქოს მოლაპარაკებების უკან კიდევ სხვა რაღაც ხდება", რაც დეპუტატის თქმით, სინამდვილეში ასე არ არის.
"გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს საკმაოდ ნორმალურად ვუყურებ. უშიშროების საბჭოს მდივანი ვიყავი და "გაზპრომთან" კომერციული ურთიერთობები სულ გვქონდა. ჩვენ ყოველთვის ვყიდულობდით მისგან გაზს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ერთადერთი რჩევა ჩემი მხრიდან კახი კალაძის უწყების მიმართ არის ის, რომ ჰქონდეთ უფრო კარგი კომუნიკაცია, პიარი საზოგადოებასთან და მიაწოდოს ინფორმაცია სრულყოფილად, რადგან რაც იმალება, და აქ დამალული არაფერი ყოფილა, ქმნის ჭორებს, ეჭვებს, მოსაზრებებს, რომ გარდა იმისა, რომ საქმე გაზის მიწოდებას ეხება, კიდევ სხვა რაღაც ხდება", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.