reportiori.ge - თედო ჯაფარიძე: კახი კალაძის უწყებას ვურჩევ საზოგადოებასთან უფრო კარგი კომუნიკაცია ჰქონდეთ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:31
პოლიტიკა
თედო ჯაფარიძე: კახი კალაძის უწყებას ვურჩევ საზოგადოებასთან უფრო კარგი კომუნიკაცია ჰქონდეთ...
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 21:08


 

"გაზპრომთან" დაკავშირებით პრობლემა უფრო იმაში მდგომარეობს, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც წმინდა კომერციულ საკითხებს ეხებოდა, კარგად "გაპიარებული" არ იყო", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ განუცხადა.


ჯაფარიძე კახა კალაძის უწყებას ურჩევს, პიართან დაკავშირებულ საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოს, "რადგან კომუნიკაციის ნაკლებობა აჩენს ეჭვებს, თითქოს მოლაპარაკებების უკან კიდევ სხვა რაღაც ხდება", რაც დეპუტატის თქმით, სინამდვილეში ასე არ არის.

 

"გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს საკმაოდ ნორმალურად ვუყურებ. უშიშროების საბჭოს მდივანი ვიყავი და "გაზპრომთან" კომერციული ურთიერთობები სულ გვქონდა. ჩვენ ყოველთვის ვყიდულობდით მისგან გაზს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ერთადერთი რჩევა ჩემი მხრიდან კახი კალაძის უწყების მიმართ არის ის, რომ ჰქონდეთ უფრო კარგი კომუნიკაცია, პიარი საზოგადოებასთან და მიაწოდოს ინფორმაცია სრულყოფილად, რადგან რაც იმალება, და აქ დამალული არაფერი ყოფილა, ქმნის ჭორებს, ეჭვებს, მოსაზრებებს, რომ გარდა იმისა, რომ საქმე გაზის მიწოდებას ეხება, კიდევ სხვა რაღაც ხდება", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016