reportiori.ge - კერძო მევახშეები გაცემულ სესხებზე პროცენტებს თვითნებურად ვეღარ დააწესებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:30
სამართალი
კერძო მევახშეები გაცემულ სესხებზე პროცენტებს თვითნებურად ვეღარ დააწესებენ
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 11:33


თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ისეთი სასესხო ურთიერთობა, როდესაც კერძო მევახშეები მოვალეებს გაცემულ სესხზე თვეში 10 პროცენტიან სარგებელს არიცხავდნენ საჯარო წესრიგთან და ზნეობრივ ნორმებთან შეუთავსებლობიდან გამომდინარე ბათილად იქნა ცნობილი. ინფორმაციას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირველადი სახით 2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლია ავალიშვილის მიერ იქნა მიღებული.


"სამოქალაქო კოდექსში 2007 წელს გაუქმდა ნორმა, რომელიც კერძო სასესხო ურთიერთობაში პროცენტის მაქსიმალურ ზღვარს განსაზღვრავდა. ამის შემდეგ მევახშეებს ხელები გაეხსნათ და გაცემულ სესხებს თვეში რვა - ათ პროცენტ სარგებელს არიცხავდნენ.

 

ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს პროცენტის სახით ორი იმდენი აქვთ გადახდილი, ვიდრე სესხი აქვთ აღებული. მთელი თანხა პროცენტში მიდის, სესხი კი წლების მანძილზე არ მცირდება, რის გამოც ყიდიან სახლ-კარს და ზოგჯერ მთელ ქონებას კარგავენ. მით უმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთ სესხებს უმეტესწილად სწორედ იმ კატეგორიის მოქალაქეები იღებენ, ვისაც სესხის გაცემაზე ბანკები უარს ეუბნებიან ან გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებიან.

 

ასე რომ, ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით უპრეცედენტო ჩარევას წარმოადგენს კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში და დაფუძნებული სამართლიანობის, საჯარო წესრიგის და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე.


სასამართლომ დაადგინა, რომ ისეთი გარიგება, როდესაც სესხის ხელშეკრულების პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, საჯარო წესრიგს, სოციალური სამართლიანობის პრინციპს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 12 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ, მოსამართლეების: მაია სულხანიშვილის, ბესარიონ ტაბაღუას და ნატალია ნაზღაიძის მონაწილეობით ძალაში დარჩა.

 

მე იმედი მაქვს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე მხარე მაინც გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ორი ინსტაციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდება სხვა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე. ამით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება კერძო სასესხო ურთიერთოებებში შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთების არსებობა. უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს და ბანკები მათ უმეტეს შემთხვევაში კრედიტის გაცემაზე უარს ეუბნებიან, არაგონივრულად მაღალი საპროცენტო განაკვეთები მევახშეების არათანაზომიერ გამდიდრებას იწვევს და აშკარად არღვევს სოციალური თანასწორობის პრინციპს, რაზეც ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოა დაფუძნებული", - აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016