„ახალგაზრდული ცენტრის" საზოგადოებრივი კვლევების ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე გაზპრომთან მოლაპარაკებების თაობაზე განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს:
„დღეს საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას იწვევს საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები გაზპრომთან - რუსული გაზით საქართველოს შესაძლო მომარაგება განიხილება. გასაგებია საზოგადოების აღშფოთება, მაგრამ სჯობს აღშფოთებამდე უკეთ გავერკვეთ საქმის ვითარებაში. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ უკვე ათეულობით წლებია საქართველო რუსეთიდან გაზს იღებს. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის მაგისტრალური მილსადენის 200 კილომეტრამდე მონაკვეთი, ამ მისადენით რუსეთი გაზს აწვდის სომხეთს, ტრანზიტის სანაცვლოდ კი ჩვენს სახელმწიფოს, ნატურის სახით (ტრანზიტისთვის აძლევს გაზსს და არა თანხას) აძლევს გატარებული გაზის რაოდენობის 10 %.
ეს შეთანხმები საქართველოსათვის რა თქმა უნდა მომგებიანია. ცალსახაა, ამ შეთანხმების გადახედვა არ უნდა მოხდეს, რადგან ტრანზიტისთვის თანხის გადახდა ჩვენი ქვეყნისთვის არამომგებიანია. ამ ეტაპზე კი აზერბაიჯანიდან ორი მილსადენით ხდება საქართველოსთვის გაზის მოწოდება, ეს ორივე მილსადენი სრული დატვირთვის და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე მუშაობენ. ჩვენს ქვეყანას კი მოხმარების ზრდის გამო აქვს დეფიციტი.
თუ არ გამოიძებნება გაზის მიწოდების ალტერნატიული გზები, მოხდება მოსახლეობისათვის და საწარმოებისათვის გაზის მიწოდებაზე გარკვეული შეზღუდვის დაწესება. გაზს კონტეინერებით, მატარებლებით და ა.შ. ვერ შემოიტან. უნდა ისარგებლო იმ შესაძლებლობით, რაც გაქვს ან ააშენო ახალი მილსადენი, რომელის მშენებლობაც წამგებიანია ჩვენი ქვეყნისათის.
გაზზე მოთხოვნის ზრდა გამოწვია ახალი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებამ და მოსახლეობის საყოველთაო გაზიფიცირებამ (ბოლო 3 წელიწადში ათიათასობით ოჯახის გაზიფიცირება მოხდა). სწორედ ამიტომ იჩინა თავი ამ პრობლემამ ახლა.
სამართლინობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს გაზის მოხმარების წლიური ოდენობის მოწოდება აზერბაიჯანს სრულად შეუძლია, მაგრამ აქ საუბარია სეზონურ დეფიციტზე, რადგან საქართველოში დიდი დისბალანსი არსებობს სეზონებს შორის გაზის მოხმარებაზე, სწორედ ამიტომ ზამთრის პერიოდში არ შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს საქართველოს მოთხოვნა სოკარმა. (ზამთრის პერიოდი არ მოიცავს მხოლოდ კალენდარულ 3 თვეს და ის ბევრად უფრო დიდხანს გრძელდება).
ორი დღის წინ საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავრობასა და სოკარის ხელმძღვანელებს შორის, რომლის შემდგომაც რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა. სასიამოვნოა ის, რომ საქართველოს მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, სოკარი და აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და არ განიხილება ამ ურთერთობის გადახედვა, მეორეს მხრივ კი საქართველო აპირებს, რომ ააშენოს მიწისქვეშა გაზსაცავი, მშნებლობა 2016 წელს დაიწყება.
ამ პროექტით დაინტერესდა სოკარის წარმომადგენლობა, დიდი ალბათობა არსებობს იმისა რომ გარკვეული ფორმით ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა სწორედ აზერბაიჯანმა და სოკარმა მიიღოს, რაც ადასტურებს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან თანამშრომლობის სურვილს სოკართან.
ასევე, 2019 წელს დასრულდება „შაჰ-დენიზის" მე-2 ფაზის მშენებლობა, რაც სოკარს მისცემს შესაძლებლობას საქართველოს მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს პიკური თვეების განმავლობაში. შესაბამისად ჩვენთვის გარდამავალი პერიოდი იქნება შემდეგი 3 წელი, როდესაც უბრალოდ იძულებულები ვართ გამოვიყენოთ რუსული გაზი, ეს მოლაპარაკებები გათვლილია მცირე პერიოდზე და ის არ შეიძლება იყოს გრძელვადიანი, რადგან ამის საჭიროება 2019 წლის შემდეგ აღარ იარსებებს.
მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც გვაქვს გარკვეული კითხვები მთავრობის მიმართ, კერძოდ ე.წ. რუსული გაზი რომელი სეგმენტისთვისაა გათვლილი ეს იქნება სოციალური და კომერციული გაზი? და ა.შ.
მთავრობას მოვუწოდებთ ამ საკითხის განხილვა იყოს უფრო მეტად გამჭირვალე, რადგან არ დავუშვათ ქვეყანაში პროვოკაციების მოწყობა. უკვე იკვეთება რამდენიმე პარტია, რომელსაც სურს ეს საკითხი საკუთარი პიარისთვის გამოიყენოს, შესაბამისად იზრდება პროვოკაციების რისკი, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.
ჩემი პირადი პოზიციაა, დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენები (აქციები არა გაზპრომს და ა.შ.) არის მართული პროცესი ოპოზიცირად განწყობილი პარტიების მხრიდან და მომდინარეობს ინფორმაციის ნაკლებობისაგან.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსული გავლენის ზრდაზე ქართულ ეკონომიკაში და მის შესაძლო უარყოფით შედეგს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მრავალი რუსული კომპანია და რუსული წარმომავლობის ბიზნესმენი მოღვაწეობს. მაგ: „ინტერ რაოს" ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია სს „თელასის" 75%, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები - „ხრამჰესი 1" და „ხრამჰესი 2". თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკი" და მასვე მართვაში აქვს გადაცემული ელექტროსადგური „ენგურჰესი".
ამ კომპანიების ჩამონათვალის შემდეგ ნათელია, რომ საქართველოში რუსეთი გაზპრომის გარეშეც დომინანტია ელექტროენერგიის სფეროში. ასევე რუსი ბიზნესმენების ხელშია „ჯორიან უოთერ ენდ ფაუერი" , "RMG-გოლდი". ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მრავალპროფილინ საწარმოთა, რომელთა უკან რუსეთის მოქალაქე ან რუსეთის საწარმო დგას და დღეს საქართველოში მოღვაწეობენ. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ბოლო დროს განვითრებული მოვლენები ხელოვნურად არის წინ წამოწეული და ის მართულია პოლიტიკოსთა მიერ, რომელთათვის მთავარი პირადი კეთილდღეობაა და არა სახელწიფო ინტერესები.
კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს სურს ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ, რეალურად კი ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში!", - ნათქვამია ჩიხელიძის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორს" მიაწოდა.