ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით დასახარჯ ბიუჯეტზე იმსჯელეს. მისი თქმით, მხოლოდ წლის დასაწყისიდან დახარჯავენ 14 მილიონ 800 ათას ლარს ქვეყნის პოპულარიზაციაზე.
„აქვე ვიმედოვნებთ, რომ წლის მეორე ნახევრში ჩვენ კიდევ შევძლებთ 8 მილიონი ლარის დამატებას და ეს იქნება მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციის მიმართულება, რომელიც ქვეყნის პოპულარიზაციაზე დაიხარჯება.
მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გავიტანეთ - ეს ეხება ტექნიკურ რეგლამენტს.
ჩვენ დღეს გამოვიტანეთ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები. აღნიშნული წესები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან. ეს არის ძალიან დიდი დოკუმენტი და ის განსაზღვრავს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საჭირბოროტო საკითხებს ხანძართან დაკავშირებით. მაგალითად, ხანძრისგან დამცავ აქტიურ სისტემებს განსაზღვრავს, ასევე ხანძრის გავრცელების თავიდან აცილებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.