reportiori.ge - ოთარ აბესაძე: სად ხედავთ ამ პროცესში არაფორმალურ მართვას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:28
პოლიტიკა
ოთარ აბესაძე: სად ხედავთ ამ პროცესში არაფორმალურ მართვას?
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 15:22


„რომ საუბრობთ არაფორმალურ და კულისებიდან ქვეყნის მართვაზე, მოდით დავალაგოთ თანმიმდევრულად", - განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე განცხადებას აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ:

 

„1. 2012 წელს საქართველოში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება". მისი ლიდერობით აღნიშნულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მოიგო საპარლამენტო არჩევნები.

 

2. ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და რა თქმა უნდა იყო პოლიტიკური კოალიცია „ქათული ოცნების" ლიდერი, რომელმაც შემდგომ მოიგო საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები.

 

3. პოლიტიკური სისტემა არის ის, რომ არჩევნებს იგებს პოლიტიკური ორგანიზაცია. შემდეგ ამ ორგანიზაციის წევრებით და ლიდერებით ყალიბდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.

 

ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე - ბატონი დავით უსუფაშვილი. ასევე დეპუტაცია, მინისტრთა კაბინეტი და ა.შ.

 

აღნიშნული პირები ყველანი არიან პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" გუნდის წევრები და აქვთ პოლიტიკური და პარტიული ვალდებულებები. პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური იდეოლოგია იმართება პარტიიდან. ეს მიღებული წესია მსოფლიოში.

 

ბატონი ბიძინა ივანშვილი არის ამ კოალიციის დამფუძნებელი და შესაბამისად სანამ აღნიშნული კოალიცია იარსებებს მისი ფაქტორი იქნება ყოველთვის ნომერ პირველი, როგორც უპირობო ლიდერი „ქართული ოცნების" და ამას არც არავინ არ უარყოფს... პირიქით.

 

მაქვს კითხვა, რაში მდგომარეობს ქვეყნის კულისებიდან მართვა? როდესაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური კოალიციის დამფუძნებელთან გადის კონსულტაციებს პოლიტიკურ დეტალებზე? ეს არის არაფორმალური მართვა? თუ კოალიციის ლიდერი, რომ აპირებს დაეხმაროს საკუთარ კოალიციას და გუნდს და ერევა საკუთარი პოლიტიკური კოალიციის საარჩევნო სიის ფორმირების და საკადრო პოლიტიკის პროცესებში ეს არის ჩარევა?

 

მე მგონი, ძალიან მარტივი გასაგებია, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, პრემიერი, პარლამენტი და ა.შ. მაგრამ სისტემა იდეოლოგიურად იმართება მმართველი პოლიტიკური გუნდიდან, რომლის ლიდერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მიპასუხეთ სად ხედავთ ამ პროცესში არაფორმალურ მართვას?", - ნათქვამია ოთარ აბესაძის facebook-განცხადებაში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016