თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით კორუფციის მიმართ ხელისუფლების მიდგომა არ შეიცვლება.
ამ განცხადებით მერი ჯოკია ბოდოკიას მიერ, დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"როგორც ხედავთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანონი უზენაესია და კორუფცია ვერ იარსებებს, სწორედ ამის დასტურია ჯოკია ბოდოკიას მაგალითიც, რომელმაც ახლაც ვნახეთ, რომ გადაწყვიტა, ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაეკითხა. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ვერც ამ სახის აბსურდებით და ვერც რაიმე სახით ყურადღების გადატანით, კორუფციის მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიდგომა არ შეიცვლება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა უფროსმა, ჯოკია ბოდოკიამ განაცხადა, რომ მისი 11 წლიანი სასჯელი "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ პირველ ეტაპზე, მერიაში არსებულ წინააღმდეგობას უკავშირდება.