reportiori.ge - ლიანა ჯერვალიძე: შემოდგომაზე „სოკარმა“ თვითონ იყიდა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი რუსეთისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:51
პრეს-დაიჯესტი
ლიანა ჯერვალიძე: შემოდგომაზე „სოკარმა“ თვითონ იყიდა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი რუსეთისგან
ავტორი:
16 იანვარი, 2016. 20:00


 

„ჩვენთან გაზის მოთხოვნა ნამდვილად გაიზარდა. ჩვენ 2015 წლის ბოლოს და ალბათ ახლა, იანვარში, მოქმედებაში შევიყვანთ ახალი გაზის გენერაციის ობიექტს, 230-მეგავატიანს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზზე გენერაცია უნდა გავზარდოთ", - ამ განცხადებას ანალიტიკოსი ენერგეტიკის ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე გაზეთ „ნეტგაზეთთან" ინტერვიუში აკეთებს:


 

„ჩვენი გაზის მოხმარების პიკი არის ზამთარში. ასევე, აზერბაიჯანში გაზის მოხმარების პიკი არის ზამთარში. როცა ჩვენ ბევრი გვჭირდება, მათაც ბევრი სჭირდებათ. აზერბაიჯანში გაზის მოპოვება არის ლიმიტირებული. არ არის დიდი რაოდენობის მოპოვება. თვითონაც რომ წარმოიდგინოთ, აზერბაიჯანში 29 მილიარდი კუბური მეტრის გაზი მოიპოვება. აქედან 11-12 მილიარდს მოიხმარს თვითონ აზერბაიჯანი. დაახლოებით 8 მილიარდი ნავთობის მოპოვების მიზნით რეზერვუარებში ტვირთავენ წნევის გასაზრდელად. დანარჩენი ნაწილის გაფრქვევა ხდება ჰაერში ან ტოქშერებზე დაწვა იმის გამო, რომ ეს არის მცირე რაოდენობის გაზის გაპარვა. იმის ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რომ სოკარმა ამ გაზის აღება მოახერხოს და თბილისში კომერციალიზაცია უღირდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზაფხულში აზერბაიჯანს ზედმეტი გაზი აქვს, ზამთარში - ყიდულობს რუსეთიდან გაზის მიწოდების დასაბალანსებლად. შემოდგომაზე "სოკარმა" თვითონ იყიდა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი რუსეთისგან", - აცხადებს ჯერვალიძე.




წყარო: ნეტგაზეთი


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016