„სოსო რობაქიძე: თუ ბუტა რობაქიძე ესროდა პოლიციელს, მან როგორ მოასწრო ჯერ ჰაერში გასროლა და მერე სროლა?", - განცხადებას მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ტელეკომპანია „იბერიაზე" გადაცემა „პრიორიტეტში" აკეთებს:
„მაქვს სასამართლოს დასკვნა, სადაც ბაშალეიშვილის ორი მასრაა ამოღებული. პირველ ჩვენებაში წერდა-დამიზნებით ვესროლე და მოვკალი. ეგონათ ჩაიფარცხებოდა და ამ საქმეს პატრონი არ გამოუცნდებოდა. გეკითხებით - ჯერ ბავშვი მოკლეს, მერე გამაფრთხილებელი გაასროლინეს ბაშალეიშვილს-ეს არ არის განზრახ გაკეთებული? თუ ბუტა რობაქიძე ესროდა პოლიციელს, მან როგორ მოასწრო ჯერ ჰაერში გასროლა და მერე სროლა? ამის დრო მას არ ექნებოდა! იარაღი ჩადებულია დონაძისგან, მიქაძისგან და ამათ უნდა ისაუბრონ ამ თემაზე! ადეიშვილის დროინდელი პროკურატურა რომ იყოს ყველაფერს დაფქვავდნენ!", - განაცხადა რობაქიძემ.