„ქართული ოცნების" წევრი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაური „იმედის" ეთერში საუბრობს მომავალ არჩევნებზე. მისი თქმით თუ პარტიაში ვინმე შედის მას გუნდისთვის სარგებლის მოტანა უნდა შეეძლოს, ასევე ამბობს იმასაც, რომ მისი ადგილი ჯერ გარკვეული არ არის და მოვლენების განვითარებას დაელოდება.
„ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, მისი პარტია. თუ ვინმე შემოდის პარტიაში, ცხადია რაღაც სარგებელი უნდა მოჰქონდეს გუნდისთვის. პარტიაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის გამოსაყენებლად და ამის ხარჯზე ხმების მისაღებბად არ უნდა მოდიოდნენ.
მე ბუნებით მაჟორიტარი ვარ და სადაც განმაწესებენ იქ ვიქნები. პირადად მე სიაში ყოფნა მიჩევნია, მაგრამ თუ მითხრეს და საჭირო გახდა ჩემი წასვლა აუცილებლად წავალ. თუ სამშობლოს დაჭირდება და ჩემი პოლიტიკური გუნდიდან წასვლა გახდება საჭირო მე ამ ნაბიჯს გადავდგამ, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკური გუნდიდან წასვლა პოლიტიკიდან წასვლას არ ნიშნავს. ჩემთვის მაჟორიტარობა უფრო დასაფასებელია, ვიდრე სხვისი ხათრით პარლამენტში შეყვანა. არანაირი პარტიული თანამდებობა არ მაქვს, მაქვს მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობა. მომავალ სიებთან დაკავშრებით ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი ადგილი ჯერ გარკვეული არ არის, დაველოდები მოვლენების განვითარებას, თებერვალ-მარტში ძირითადი კონტურებიც გაკეთებული იქნება, რომელიც საბოლოოდ აპრილ-მაისში შეჯერდება", - ამბობს მეჭიაური.
წყარო: ქრონიკა