reportiori.ge - სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:17
პოლიტიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ავტორი:
17 იანვარი, 2016. 10:11




5 დღის წინ გაუჩინარებული პროკურორი თბილისში მოკლული იპოვეს. მკვლელობის ფაქტს უკვე ადასტურებს მთავარი პროკურორის მოადგილე. 

ვახტან ქირიას ცხედარი სამართალამცველებმა ვაჟა- ფშაველას მეშვიდე კვარტლის 24-ე კორპუსში აღმოაჩინეს. მიცვალებული ექსპერტიზაზე გადაასვენეს. 

შემთხვევის ადგილზე მისულები იყვნენ მთავარი პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი. 

მეზობლების განცხადებით, ბინა, რომელშიც გარდაცვლილი პროკურორი აღმოაჩინეს, სისტემატიურად ქირავდებოდა. სამართალდამცველები კი მათ პირველად კორპუსის მიმდებარედ ორი დღის წინ შენიშნეს. 

პოლიცია მეზობლების გამოკითხვას აწარმოებდა. კითხვები სახლის მიმდებარედ მდგარ ავტომობილსაც ეხებოდა, რომელიც მეზობლების თქმით, გუშინ ადგილზე აღარ იყო. 

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი 5 დღის წინ სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი მობილური ტელეფონი ორი დღის წინ რუსთავში იპოვეს. 

ვახტან ქირია აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდარ საქმეებს იძიებდა. მკველობის დეტალებზე გამოძიება გრძელდება.


წყარო: 1TV


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016