reportiori.ge - მიხეილ უკლება: მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში დასაქმებულ სხვა ქართველებსაც ჩამოერთმევათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:06
პოლიტიკა
მიხეილ უკლება: მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში დასაქმებულ სხვა ქართველებსაც ჩამოერთმევათ
ავტორი:
17 იანვარი, 2016. 13:41




საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ „Главком"-თან ინტერვიუში, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ასეთივე პროცედურა ახლა სხვა პირებთან მიმართებაში მიმდინარეობს, ექს-პრეზიდენტის მსგავსად საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში დასაქმებულ სხვა ქართველებსაც ჩამოერთმევათ.



„საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია, იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა სახელმწიფოს წინაშე არსებული დამსახურების გამო ენიჭება. მოქალაქეობის შეწყვეტის და მიღების პროცედურები გაწერილია კანონში საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეობას კარგავს პირი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საქმე გვაქვს კონსტიტუციისა და კანონის ნორმების აღსრულებასთან. გუბერნატორად მისი დანიშვნის შემდეგ ჩვენ უკრაინულ მხარეს მივმართეთ და მათ ოფიციალურად შეგვატყობინეს, რომ მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის შემდეგაც მას შეუწყვიტეს საქართველოს მოქალაქეობა. ახლა იგივე პროცედურა მიმდინარეობს სხვა პირებთან მიმართებაში", - განაცხადა მიხეილ უკლებამ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016