სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ვახტანგ ქირიას ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს ამჟამად ზუგდიდში მიასვენებენ. ოჯახის წევრები მომხდარის შესახებ საუბარს თავს არიდებენ, თუმცა ერთ-ერთ ვერსიას ქირიას თვითმკვლელობის შესახებ კატეგორიულად გამორიცხავენ.
„არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია რა მოხდა, ვინ გაიყვანა, როდის, როგორ. გვჯერა, რომ გამოძიება სამართლიანი გზით წავა, თვითონ უნდა იყვნენ დაინეტერსებულოი იმიტომ, რომ ეს არ იყო უბრალო პრიოვნება, ის იყო პროფესიონალი. კუჭავა იყო ახლობელი წლების განმავლობაში, საიდან ფიგურირებს ეს გვარი არ ვიცი. ვიცით, რომ კუჭავა ზუგდიდელია"- განაცხადა ვახტანგ ქირიას ოჯახის მეგობარმა ნანა ქირიამ.
ოჯახის წევრების თქმით, მათ მომხდართან დაკაშირებით ინფორმაცია არ აქვთ.