reportiori.ge - მიწის თხილი არასწორი შენახვისას ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:15
სხვადასხვა
მიწის თხილი არასწორი შენახვისას ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება
ავტორი:
17 იანვარი, 2016. 19:28



მიწის თხილს მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, თანაც შედარებით იაფია. მისი 40-60% მცენარეული ცხიმია, 20-37% - ცილა. მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, სპილენძით, რკინით, B ჯგუფისა და E ვიტამინებით, თუმცა მოხალვისას B1 და E ვიტამინები იშლება. ნედლ არაქისსაც აქვს ნაკლი - მასში შემავალმა ნივთიერებებმა შესაძლოა საჭმლის მონელებაში მონაწილე ზოგიერთი ფერმენტის აქტივობა დააქვეითოს და, ამის კვალობაზე, საკვების ათვისება შეაფერხოს.



დღეს მიწის თხილი გარჩეულიც იყიდება და ნაჭუჭიანიც, მოხალულიც და უმიც, მარილიანიც და დაშაქრულიც. დახლებზე არაქისის კარაქს და არაქისიან შოკოლადის პასტებსაც შევხვდებით. მიწის თხილი მრავალი კულინარიული რეცეპტის აუცილებელი კომპონენტია, უმთავრესად - საწებლების, ნამცხვრების, სალათების, ერთი სიტყვით, ყოველივე იმის, რაც მოზრდილთათვის არის განკუთვნილი.



ბავშვის საკვებში მისი გამოყენებისას კი დაფიქრება გვმართებს. უწინარეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის თხილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია.


გარდა ამისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია. მიწის თხილი, რომელსაც დიდი ხანია თბილ ან ნესტიან გარემოში ინახავენ, შესაძლოა, მწერებმა დააზიანონ ან სოკო გაუჩნდეს, ობის სოკოს აღმოჩენა კი შეუიარაღებელი თვალით სულაც არ არის ადვილი.



მიწის თხილზე შესაძლოა წარმოიქმნას მავნე ნივთიერება აფლოტოქსინი, რომელიც ღვიძლის სერიოზულ დაზიანებას იწვევს. ამის გამო დიეტოლოგები გვირჩევენ, ეს გემრიელი პროდუქტი სანდო სუპერმარკეტში შევიძინოთ და არა მზესუმზირას გამყიდველთან. თუ ნაჭუჭიანი მიწის თხილის ყიდვა გირჩევნიათ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ნაჭუჭს. მას არ უნდა ჰქონდეს დეფექტები, ნადები, არ უნდა სდიოდეს უსიამოვნო სუნი. შინ მიტანილი მიწის თხილი უმჯობესია ნაჭუჭიანადვე შეინახოთ მაცივარში. ასეთ პირობებში ის დაახლოებით ექვს თვეს შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.



ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ ღირს დავფიქრდეთ, მივაჩვიოთ თუ არა ბავშვი მიწის თხილს - პროდუქტს, რომელიც სასარგებლოა, მაგრამ არასწორი შენახვისას საშიშ თვისებებს იძენს. თუნდაც არაქისი ჯანსაღი იყოს, ზომიერება მაინც უნდა დაიცვათ - პატარამ დღეში 10 ცალზე მეტი არ უნდა მიიღოს.





წყარო - mkurnali.ge



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016