reportiori.ge - ჯონდი ბაღათურია: „სოკარის“ შვილობილ კომპანიებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მუშაობენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:38
პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია: „სოკარის“ შვილობილ კომპანიებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მუშაობენ!
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 00:40



„ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „პირველ პრესკლუბში" „ნაციონალური მოძრაობისა" „სოკარის" სარეტო ინტერესების შესახებ ისაუბრა. ბაღათურიას გაცხადებით „სოკარის" მონოპოლისტურ მდგომარეობაში ჩაყენება „ნაციონალების" ინტერესებში შედის, რადგან  „სოკარის" შვილობილ კომპანიებში, ამჟამადაც  „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მუშაობენ.



ნაცმოძრაობას" სოკარის მონოპოლისტურ მდგომარეობაში ფინანსური დაინტერესება აქვს. „სოკარს" სააკაშვილმა და მისმა ბანდამ შეუქმნა ხელოვნურად მონოპოლისტური მდგომარეობა და ეს შექმნა პირადი ფინანსური, კორუფციული მდგომარეობის გამო. ეს არის მათი წივილ-კივილის და აჟიოტაჟის საფუძველი დღეს. „ნაცმოძრაობა" ცდილობს არ შემცირდესსოკარის" შემოსავლები, არ გაუჩნდეს კომპანიას კონკურენტი, რაც ფასებს შეამცირებს, რაც მის სეგმენტსაც შეამცირებს, შესაბამისად, „ნაცმოძრაობის" შემოსავლების წილიც იქნება შემცირებული.

 

ესენია: „საქორგგაზის" დირექტორი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ვანო მერაბიშვილის .. „მოლარე" ენერგეტიკების საკითხებში, ალექსანდრე ხეთაგური, რომელიც დღეს ძირითადი ოპერირების ხელმძღვანელია, რომლის მეშვეობითაც ხდებანაციონალურ მოძრაობაში" ფულის გადაქაჩვა; დავით ზუბიტაშვილი, რომელიც ასევე ენერგეტიკის მინისტრი იყო, ის არის შვილობილი კომპანიასოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" დირექტორი; ირაკლი ზუბიტაშვილი - „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" კორპორაციული ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ნიკა ზუბიტაშვილი - „სოკარ ჯორჯია გაზის" რეაბილატიცასა და კაპიტალური მშენებლობის სამსახურის უფროსი; ვალერი ჩიტაიშვილი - „სოკარ ჯორჯია გაზის" ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური სამსახურის უფროსი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გურიის გუბერნატრი იყო; დიმიტრი ბოჭორიძე - „სოკარ ჯორჯია გაზის" კახეთის სამსახურის უფროსი, რომელიც თავის დროზე თეკვის საკრებულოს თავმჯდომარე იყო", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.



 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016