reportiori.ge - ჯონდი ბაღათურია: ''ნაცმოძრაობა'' ცდილობს არ შემცირდეს ''სოკარის'' შემოსავლები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:04
პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია: ''ნაცმოძრაობა'' ცდილობს არ შემცირდეს ''სოკარის'' შემოსავლები
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 10:54


„ნაცმოძრაობას" სოკარის მონოპოლისტურ მდგომარეობაში ფინანსური დაინტერესება აქვს. „სოკარს" სააკაშვილმა და მისმა ბანდამ შეუქმნა ხელოვნურად მონოპოლისტური მდგომარეობა და ეს შექმნა პირადი ფინანსური, კორუფციული მდგომარეობის გამო", - განცხადებას „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აკეთებს. ბაღათურია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ" კომპანია „სოკარის" მონოპოლისტური მდგომარეობა ხელოვნურად შექმნა. მისი თქმით, „სოკარის" შვილობილ კომპანიებში, ამჟამადაც მუშაობენ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც „გაზპრომთან" დაკავშირებული მოვლენების ხელოვნურ აჟიტირებას ახდენენ.


„ეს არის მათი წივილ-კივილის და აჟიოტაჟის საფუძველი დღეს. „ნაცმოძრაობა" ცდილობს არ შემცირდეს „სოკარის" შემოსავლები, არ გაუჩნდეს კომპანიას კონკურენტი, რაც ფასებს შეამცირებს, რაც მის სეგმენტსაც შეამცირებს, შესაბამისად, „ნაცმოძრაობის" შემოსავლების წილიც იქნება შემცირებული", - ამბობს ჯონდი ბაღათურია.


ბაღათურიას განმარტებითვე, საჯარო რეესტრიდან მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საქართველოში „სოკარის" შვილობილ კომპანიებში, ერთ-ერთ წამყვან თანამდებობებს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იკავებენ:

 

„ესენი არიან:

 

1. „საქორგგაზის" დირექტორი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ვანო მერაბიშვილის ე.წ. „მოლარე" ენერგეტიკების საკითხებში, ალექსანდრე ხეთაგური, რომელიც დღეს ძირითადი ოპერირების ხელმძღვანელია, რომლის მეშვეობითაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში" ფულის გადაქაჩვა;

 

2. დავით ზუბიტაშვილი, რომელიც ასევე ენერგეტიკის მინისტრი იყო, ის არის შვილობილი კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" დირექტორი;

 

3. ირაკლი ზუბიტაშვილი - „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" კორპორაციული ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

 

4. ნიკა ზუბიტაშვილი - „სოკარ ჯორჯია გაზის" რეაბილატიცასა და კაპიტალური მშენებლობის სამსახურის უფროსი;

 

5. ვალერი ჩიტაიშვილი - „სოკარ ჯორჯია გაზის" ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური სამსახურის უფროსი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გურიის გუბერნატრი იყო;

 

6.დიმიტრი ბოჭორიძე - „სოკარ ჯორჯია გაზის" კახეთის სამსახურის უფროსი, რომელიც თავის დროზე თეკვის საკრებულოს თავმჯდომარე იყო".

 

აღნიშნული ჩამონათვალი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ „სოკარში" დესანტირებული წარმომადგენლების არასრული შემადგენლობაა.

 

ეს ბანდა მოქმედებს დღეს და მათ მიერ არის დაწესებული 250-300%-ით უფრო მაღალი ფასები ბენზინზე და ამ ბანდის მიერ არის სპეკულაციური ფასები გაზზე დაწესებული, რითაც მოსახლეობის გატყავება ხდება", - ამბობს ბაღათურია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016