reportiori.ge - მაია კახიძე: მე გურამ საღარაძის ქართულით გავიზარდე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:52
კულტურა
მაია კახიძე: მე გურამ საღარაძის ქართულით გავიზარდე!
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 11:49


ჟურნალისტი მაია კახიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის კავშირმა, საქართველოს მწერალთა ეროვნულმა აკადემიამ და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა, გურამ საღარაძის სახელობის კონკურსში - " მხატვრული კითხვის დიდოსტატები" მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. ინფორმაციას მაია კახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:



„ძალიან, ძალიან მიხარია!

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის კავშირმა, საქართველოს მწერალთა ეროვნულმა აკადემიამ და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა, გურამ საღარაძის სახელობის კონკურსში - " მხატვრული კითხვის დიდოსტატები" მონაწილეობისთვის დამაჯილდოვა.

 

ბედნიერი ვარ უპირველესად იმიტომ, რომ სიტყვის დიდოსტატს, ბატონ გურამ საღარაძეს პირადად ვიცნობდი, განსაკუთრებულ პატივს ვცემდი და აი, მხვდა პატივი, კიდევ მოვფერებოდი მის ხსოვნას.

 

მისმა წასვლამ ძალიან დამასევდიანა. გავბედე და ლექსი დავუწერე იმ ზღვა სიყვარულით, როგორც მიყვარდა ეს გამორჩეული ქართველი! მისი მუდამ მჯეროდა, რადგან ურთირთობაში, სპექტაკლებში თუ ზღაპრულ პოეზიაში ისეთი ხმა იღვრებოდა, სულს რომ მთლიანად ამოგიბრუნებდა და აგაცრემლებდა, გაგაღიმებდა, დაგაიმედებდა, აგაფორიაქებდა... დაგაფიქრებდა... თუმცა, დღესაც ზუსტად ასეა, მის ჩანაწერებს რომ ვუსმენ.

 

მე სწორედ მისი ქართულით გავიზარდე, მისი გამორჩეული და განუმეორებელი ხმით. ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი! ვიდექი სცენაზე და ასე მეგონა, ბატონ გურამს ესმოდა ჩემი ხმა... მე კი მისი... აი, ის ლექსიც...", - წერს მაია კახიძე და აზიარებს ლექსს.



შენი ხმა გულზე მეფინა ღმერთად

*****************************************

(გურამ საღარაძეს)


კალამთან ისევ ჩამოჯდა სიტყვა

და კალმახივით მისველებს სხეულს,

შენი სტროფების მოვიდა სეტყვა,

ჟრუანტელად რომ აცვივა რვეულს.

თორმეტი მთვარე მინათებს ღამეს,

ვიცი, ლექსებში რამდენი გითქვამს,

მეც სტრიქონებით გიამბობ ამბებს

და არითმიას დავუთვლი რითმას.

მე რა ხანია სიტყვებში ვცხოვრობ,

კალამთან ისევ ჩამოჯდა სიტყვა...

შევისახელე ფიქრი და ვცოცხლობ,

შენთვის ვისწავლე ლექსების კითხვა.

შენ ამ ქალაქში ცხოვრობდი ადრე,

შენი ხმა გულზე მეფინა ღმერთად,

გამზირზე ისევ დაგიკრეფ ვარდებს,

ლექსი დამირჩა აქ შენთან ერთად.

მთვარის ფუსფუსში მგონი თენდება

და შემერითმა სტრიქონთა ფეთქვა,

სისხამზე მზე რომ გაიზმორება...

მიყვარხარ - მეთქი, მომინდა მეთქვა.

 

 

/მაია კახიძე/ 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016