პოლიტიკა
საქართველოს პრემიერი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება
18 იანვარი, 2016. 12:26
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირადად ის შეხვედრაზე ე.წ. საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გეგმავს საუბარს.
მისი განცხადებით, მიღებული კანონი არა იმდენად საბანკო სექტორის, არამედ ზოგადად საზოგადოების პრობლემაა, ვინაიდან საქმე ეხება საკუთრების უფლებას.
გარდა ამისა, გვასალიას თქმით, საუბარი შეეხება მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელსაც.
შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიაც ესწრება. ეს არის პრემიერის რანგში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან გიორგი კვირიკაშვილის პირველი შეხვედრა.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27