reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია ბიზნესწრეების ჩართულობა ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:17
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია ბიზნესწრეების ჩართულობა ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 12:46


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია ბიზნესსექტორთან მაქსიმალური კომუნიკაცია და მისი ჩართულობა ეკონომიკური ტიპის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.



დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია მაქსიმალური კომუნიკაცია და ბიზნესწრეების ჩართულობა ეკონომიკური პროფილის და არა მარტო ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მინდა, უპირველს ყოვლისა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ქვეყნისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ორიენტირებულია იმაზე, თუ თუ რა ჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ თქვენი აზრი, თუ საით მივდივართ ჩვენ, რა არის ჩვენი სტრატეგია, რა არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები.

 

ჩართულობის სულისკვეთება მთლიანად უნდა გასდევდეს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას. მინდა, ყველა თქვენგანი ასევე გრძნობდეს, რომ ის არის მნიშვენლოვანი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016