reportiori.ge - მთავრობაში სპეციალური დანაყოფი შეიქმნება - რას გაუწევს მთავრობის ადმინისტრაცია მონიტორინგს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:07
პოლიტიკა
მთავრობაში სპეციალური დანაყოფი შეიქმნება - რას გაუწევს მთავრობის ადმინისტრაცია მონიტორინგს?
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 14:00


საქართველოს პემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური დანაყოფი შეიქმნება, რომელიც კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების და მისი შესრულების ვადებს, ასევე გამჭვირვალობას გაუწევს მონიტორინგს.


"რეფორმის ერთ-ერთი ბლოკი გულისხმობს ჩართულობისა და გამჭვირვალობის რეფორმას ანუ მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თქვენი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას. ეს თავისთავად მოიცავს მთავრობის მუშაობის უფრო მეტ გამჭვირვალობას. ეს გულისხმობს პროცესში ყველა ადამიანის ჩართვას, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე გაკეთდება.


ეს ასევე ითვალისწინებს ერთიანი ფრონტოფისის შექმნას მთელი მთავრობისთვის, ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღების დროის რეგლამენტირებას და ჩვენ გვექნება მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური დანაყოფი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებების მონიტორინგს განახორციელებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება პოლიტიკის შემქმნელი. პოლიტიკის შემქმნელებად რჩებიან სამინისტროები. უბრალოდ ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით იქნება სპეციალური კონტროლი მთავრობის ადმინისტრაციიდან გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობის, გამჭვირვალეობისა და ჩართულობის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016