არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენელი გიორგი ჩიქოვანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:
„მიუხედავად იმისა, რომ ბატონი პრემიერი, გიორგი კვირიკაშილი, სულ რამდენიმე დღის არჩეულია პოსტზე, უკვე ჩანს ის კურსი, რომელიც მას აქვს. წლებია გვესმის, რომ საქართველო ბიზნესის გასავითარებლად იდელაური ადგილია და მას ყველა პირობა აქვს, რომ ეკონომიკურად განვითარდეს, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე ბოლომდე ვერ ვახდენთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სრულ გამოვლენას.
ახალი პრემიერი უკვე შეხვდა გუბერნატორებს, რომელთან ერთადაც განიხილა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განსახორციელებელია. ასევე განიხილა ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
მოგეხსენებათ ინფრასტრუქტურული პროექტები პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასთან. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურა პირველი ნაბიჯია ეკონომიკის განვითრების გზაზე. ამის შემდგომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები, რომელიც ბიზნესს წაახალისებს და ბაზარზე შემოსვლის სურვილს გაუჩენს.
ბატონმა პრემიერმა უკვე გააჟღერა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა, რომელიც ცალსახად საინტერესო უნდა აღმოჩნდეს არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის. კერძოდ, ინიციატივა შეეხება რეინვესტიციას. იმ შემთვევაში თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს.
დღეს ასევე მოხდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა, რომლის მიმდინარეობის დროსაც პრემიერმა ეკონომიკის სტიმულირების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო ბიზნესის წარმომადგენლებს.
ვფიქრობთ, ყველა ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, მას ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორებისთვის და მოახდენს სამუშაო ადგილებს ზრდას. ახალი ინვესტიცია და ქვეყანაში ფულადი მასის შემოსვლა კი თავის მხრივ, ქვეყნის განვითრების და სტაბილურობის გარანტიას იძლევა", - ნათქვამია ჩიქოვანის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორს" მიაწოდა.