reportiori.ge - იციკ მოშე: საქართველოს აქვს შანსი, თავისი სიტყვა თქვას, მსოფლიოს მესიჯი გაუგზავნოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:20
ეკონომიკა
იციკ მოშე: საქართველოს აქვს შანსი, თავისი სიტყვა თქვას, მსოფლიოს მესიჯი გაუგზავნოს!
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 17:12


„მე მჯერა, რომ როდესაც ქვეყანაში ბიზნესი ქვემოთ ჩადის, საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, აქვს უდიდესი შანსი, რომ ინვესტორები მოიზიდოს", - ეს განცხადება საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე გააკეთა.


"მინდა გითხრათ, რომ 2016 წელი იქნება ვარდნის წელი, მსოფლიო ეკონომიკა კიდევ ქვემოთ ჩადის და განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამგვარ შეხვედრას მართავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ შევიტანეთ ჩვენი წინადადება, რომ მზად ვართ ისრაელის მთავრობასთან ერთად შემოვიტანოთ ის გამოცდილება, რაც ამ პერიოდში ისრაელს ჰქონდა. ეს შეიძლება შეეხოს იმ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში 10 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას შემოიტანენ და დაასაქმებენ 100 ადამიანს. პრემიერ-მინისტრმა მთხოვა, რომ ამ კვირაში ეს წინადადება შემოვიტანო.


იმ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში 10 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას შემოიტანენ, მათ ექნებათ განსაკუთრებული პრივილეგიები, ისრაელის გამოცდილებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ვინაიდან მსოფლიოში ყველა დუმს. დღეს საქართველოს აქვს შანსი, თავისი სიტყვა თქვას და მსოფლიოს მესიჯი გაუგზავნოს. თუ ეს ინვესტორები მიიღებენ იმ პრივილეგიას, რომ ისინი იქნებიან განთავისუფლებულები მოგების, ან სხვა გადასახადიდან, ვიდრე ინვესტიციას ამოიღებენ, ჩემი აზრით, ეს არის დროული", - განაცხადა მოშემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016