reportiori.ge - ზვიად კვაჭანტირაძე: პრემიერ-მინისტრი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:35
პრეს-დაიჯესტი
ზვიად კვაჭანტირაძე: პრემიერ-მინისტრი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს...
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 17:31


მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებსა და პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივებზე Prime Time"-ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ესაუბრა. კვაჭანტირაძის განცხადებით,  პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს გიორგი კვირიკაშვილმა ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინიციატივა გაახმოვანა. მისი თქმით, მისასალმებელია საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის ახალი კულტურის ჩამოყალიბების ინიციატივა:


„მთავრობა,  ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში დიდი ძალისხმევით შეუდგა ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს გიორგი კვირიკაშვილმა ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინიციატივა გაახმოვანა. მათ შორისაა განათლების სისტემის რეფორმირების გეგმა, სტარტაპების დაფინანსების პროგრამა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ბევრი საინტერესო პროექტის განვითარებს. ჩემი აზრით, მისასალმებელია საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის ახალი კულტურის ჩამოყალიბების ინიციატივაც, რაც ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. ამის აქტიური მომხრე და ხელშემწყობი მუდმივად ვიყავი და ვიქნები.

 

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, თქვენ იცით, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა არ გამორიცხა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. ჩვენი გუნდი ამ საკითხზე იმსჯელებს და პრემიერ-მინისტრი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე კი განცხადებების გაკეთება და ვარაუდებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია", - ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: Prime Time


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016