ირანი აშშ-ის მიერ ირანელების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო დაწესებულ ახალ სანქციებს აკრიტიკებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ჰუსეინ ჯაბერ ანსარის განცხადებით, აშშ-ის სანქციები არალეგიტიმურია.
„ბალისტიკური რაკეტის პროგრამის განვითარება არასოდეს ყოფილა ბირთვული იარაღის განვითარებისკენ მიმართული", - განაცხადა ჰუსეინ ჯაბერ ანსარმა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა ირანულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა. კერძოდ, 11 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ სარაკეტო პროგრამასთან, აშშ-ის საბანკო სისტემის გამოყენება აეკრძალათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ისა და ევროპის მიერ ირანის წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული ძველი სანქციების მოხსნა.
ირანისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნის საფუძველზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც თეირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პირობები შეასრულა.