აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ხელისუფლების მიერ „გაზპრომთან" წარმოებულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს. ელჩის განცხადებით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მთავრობა საკმაოდ ღიაა.
„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოპოლიტიკის კუთხით მთავრობა გამჭვირვალე იყოს. ისინი საკმაოდ ღია არიან ჩვენთან, ჩვენ კი გამოვხატეთ საკუთარი პოზიცია, რომ არ უნდა გახდნენ დამოკიდებულნი ენერგიის ერთ წყაროზე და შეინარჩუნონ დივერსიფიკაცია. ჩვენ მათმა განმარტებებმა დაგვაკმაყოფილა. საქართველოს აქვს მოკლევადიანი ენერგეტიკული მარაგი და ვფიქრობ, წინდახედული ნაბიჯია პოტენციურ ენერგომომარაგებელთან საუბარი. რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, თუმცა საქართველოს მთავრობას, ვფიქრობ, ესმის ეს გამოწვევები", - განაცხადა იან კელიმ.