reportiori.ge - თინათინ ხიდაშელი: დიახ, ასეთი „ჟურნალისტები“ ქაჯები და გაუნათლებლები მგონია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:20
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი: დიახ, ასეთი „ჟურნალისტები“ ქაჯები და გაუნათლებლები მგონია!
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 21:39



საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მედიაში, მის შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.


„ერთი სული მაქვს, როდის მოვაშორებ ჩემს შვილებს ამ საქაჯეთს და ამერიკაში გავგზავნი,"-  ამ სათაურით გამოქვეყნდა თინათინ ხიდაშელის განცხადება მედიაში. მინისტრი, აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა, ყველაფერი დაამახინჯეს და კონტექსტიდან ამოღებული წინადადება გაავრცელეს.


 

„არ გასცე პასუხიო, თმენის ვალდებულებაო, მაგათ თავი არ გაუყადროო, მაგრამ მე ხომ მაინც ისე ვაკეთებ როგორც სწორი მგონია, ხოდა მათ კი არ ვცემ პასუხს, იმ ადამიანების პატივისცემის ნიშნად ვწერ ამ პოსტს ვინც ამათ ბოდვებს კითხულობს და გულწრფელად წუხს, ისეთი რეგვენი თავდაცვის მინისტრი რომ ყავს,  რომელიც თურმე საკუთარ სამშობლოს საქაჯეთს ეძახის.

 

1. პირველ რიგში დღესაც სამი წლის შემდეგ ვადასტურებ რომ იმ პოსტის ადრესატები, ყველაზე მსუბუქი შეფასებით ქაჯები არიან..

 

2. თუმცა,  აღმოჩნდა რომ მხოლოდ ქაჯები კი არა, ჩვეულებრივი უწიგნირები არიან, პირველი კლასიდან იწყებენ წაკითხულის შინაარსის მოთხოვნას ჩვენს სკოლებში...

 

3. ეხლა ჩემი გულშემატკივრებისა და გულწრფელად შეწუხებულებისათვის:

2014 წლის აგვისტოს ჩემი პოსტი გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის ზღვის ნაპირზე გადაღებულ ფოტოებს ეხება.

 

მე დავწერე:

 

"სანდრო უსუფაშვილი, გიგა უსუფაშვილი აი, ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით :)))

 

ღმერთო ჩემო, რა საქაჯეთია; პალტოებით ზღვაზე და საერთოდ ამ გოგოს თავი რომ დაანებოს ყველამ, არა?! :)))"

 

1. დიახ ზღვაზე საცურაო კოსტიუმით დადიან, პალტო არ აცვიათ და პალტოს რომ ითხოვს იმ ადამიანების გასაგონად დავწერე...

 

2. იმ აგვისტოს მე და ჩემი შვილები ზღვაზე საქართველოდან შორს ვიყავით და ამაზე ვწერდი, იქვე ჩვენი ფოტოებიც იდო.

 

3. ზღვაზე დასასვენებლად წასვლა შვილების გადახვეწას, ქვეყნიდან გარიდებას და მსგავს მარაზმატიკულ გაგრძელებებს არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს.

 

4. და კიდევ ერთხელ, დასტურისათვის, დიახ ასეთი "ჟურნალისტები" ქაჯები და გაუნათლებლები მგონია სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ და რომელი ქვეყნის პასპორტიც არ უნდა ედოთ ჯიბეში.

 

კი ვიფიქრე ვუჩივლებ და ბოდიშს მოვახდევინებ თქო, მაგრამ გადავიფიქრე, ესეც ზედმეტია მათთვის..."- აღნიშნავს ხიდაშელი. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016