რუბრიკა "პატიმრის ხმა შეწყალების კომისიას" - ამ სათაურით ეკა ბესელია პატიმრის პირველ წერილს აქვეყნებს.
წერილში, ორჯერ ნასამართლევი ბადრი ანთია წერს, რომ შეწყალების კომისიამ, ასევე პირადად ზვიად ქორიძემ მისი მდგომარეობა და თხოვნა გათავისუფლების შესახებ aარ გაითვალისწინა. გთავაზობთ ეკა ბესელიას facebook-პოსტს:
„რუბრიკა "პატიმრის ხმა შეწყალების კომისიას"
ვიწყებთ პატიმართა იმ წერილების საჯაროდ გამოქვეყნებას, ვინც მიიჩნევს რომ შეწყალების კომისია უსამართლოდ ექცევა პატიმრებს და ჩვენი კომიტეტისგან ითხოვენ რეაგირებას. რადგან შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად თავს ესხმიან "საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს", გადავწყვიტეთ პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით გავასაჯაროვოთ იმ პატიმართა საჩივრები, ვინც მიიჩნევს რომ ის თავად უსამართლობის მსხვერპლია. იქნებ მათი ხმა მივაწვდინოთ შეწყალების კომისიის თავჯდომარესა და პრეზიდენტს და იქნებ ამის შემდეგ მაინც სათანადო ყურადღება მიაქციონ მათ და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება", - წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატიმრების რამდენიმე ათეული წერილის გამოქვეყნებას აპირებს. მისი მტკიცებით, საუბარია შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელების მაკომპრომიტირებელ მასალებზე.