reportiori.ge - თომას ჰამარბერგი: ნებისმიერი შანტაჟი ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით მძიმე დანაშაულად უნდა ჩაითვალოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:24
პოლიტიკა
თომას ჰამარბერგი: ნებისმიერი შანტაჟი ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით მძიმე დანაშაულად უნდა ჩაითვალოს
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 12:38

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში დაცული, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი  ფარული ჩანაწერების შესახებ თომას ჰამერბერგის დასკნვაში ნათქვამია, რომ უკანონო ჩანაწერების არსებობა გამოხატულებაა უკიდურესად მძიმე დანაშაულის და მოითხოვს როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკური რეაქციას. მისივე განმარტებით, ჩანაწერები კრიმინალურია მისი ყველა ასპექტით და ამ ჩანაწერების გავრცელება ასევე უნდა ჩაითვალოს კრიმინალად.

ნებისმიერი შანტაჟი ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიჩნეული უნდა იქნას როგორც მძიმე დანაშაული. მიზანი უნდა იყოს ჩანაწერებში ასახული ყველა პირის კონფიდენციალურობის დაცვა. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ შეგროვდეს მტკიცებულებები დამნაშავეების წინააღმდეგ. ჩემი წინადადებაა, რომ ამ ორი მიზნის გათვალისწინება უნდა მოხდეს ჩანაწერების სწორი, სწრაფი და ეფექტური შესწავლისას. ამ შესწავლის პროცედურები კომისიის მიერ უნდა იყოს დადგენილი. გონივრული იქნებოდა, სამოქალაქო საზოგადოების ერთი წარმომადგენელი ან მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თუ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ შესწავლაში.

ამ შესწავლის ძირითადი მიზანი არის მომზადება ჩანაწერების განადგურებისთვის", - აღნიშნულია ჰამარბერგის რეკომენდაციებში.

ადამიანის უფლებათა კომისარის რეკომენდაციებში ასევე აღნიშნულია, რომ ჩანაწერების შესწავლის დროს შესაძლოა მოხდეს ისეთი ელემენტების იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლის სამართლის გამოძიებაში. ამასთან, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ დაირღვეს მსხვერპლის კონფიდენციალურობის უფლებები.

"რადგანაც ჩანაწერების განადგურება ვერ მოხდება დაუყონებლივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩანაწერების არქივის კონფიდენციალურობა დაცული იყოს და ხელმისაწვდომობა მკაცრად იყოს შეზღუდული. ეს ყოველივე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს კომისიის წევრებს. კომისიას უნდა გააჩნდეს განსაზღვრული ამოცანა, რომელიც დამტკიცებული იქნება მთავრობის მიერ. მიზანშეწონილი იქნება თუ კომისიას დაემატება წევრები. რეკომენდებულია, თუ ერთ-ერთი წევრი იქნება იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი", - აღნიშნულია თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებში.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016