reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: შესაძლებელია პროცესები სულ სხვა სცენარით წარიმართოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:15
პოლიტიკა
ალექსანდრე ქანთარია: შესაძლებელია პროცესები სულ სხვა სცენარით წარიმართოს
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 13:27



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სახით წარდგება.



ვინ დარჩება, ვინ არ დარჩება - ეს თემა დიდი ხანია განხილვის საგანია. კოალიციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, არანაირი სიმპტომები კოალიციის დაშლის არ არის, თუმცა ამავე დროს ვადასტურებთ, რომ პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული და შესაძლებელია პროცესები სულ სხვა სცენარით წარიმართოს. ისიც შეიძლება, რომ "ქართული ოცნება" სრულიად დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებზე მით უფრო, რომ კოალიციის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ ითხოვენ გარკვეულ ფასს და წილს. თუ ადრე იყო მიზანი ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორება, ახლა სხვა მიზნები და საკუთარ თავზე სხვა შეფასებები აქვთ. კოალიციის საბჭო განიხილავს ამ ყველაფერს და ამის მიხედვით დადგება გადაწყვეტილება. დაემატება თუ არა სხვა სუბიექტები და რამდენად მოუტანენ სარგებელს, ესეც ასაწონ-დასაწონია.

არავითარი სიმპტომი, რომ რესპუბლიკელები" კოალიციას დატოვებენ არ არის. ერთადერთი რაც მათ ოფიციალურად გამოაცხადეს არის, რომ უმჯობესია წინასწარ იცოდნენ თუ რა ექნებათ მომავალ პარლამენტში და რა წილი ექნებათ კოალიციაში. მათ ექნებათ შეფასება რა წონისანი არიან. მათ ასევე კარგად იციან, რომ თუ კოალიციიდან გავლენ სერიოზული პრობლემები ექნებათ. მათ ასეთი წარმატება პოლიტიკაში არ ჰქონიათ, რომ ამდენი მინისტრი ყავდეთ, ამდენი პარლამენტის წევრი და .. როგორც ჭკვიანი ხალხი ამას აფასებენ", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016