reportiori.ge - გიორგი აბდალაძე: როგორც ჩანს, ამ საუბრის შინაარსი დაამთავრებს სააკაშვილს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:36
პრეს-დაიჯესტი
გიორგი აბდალაძე: როგორც ჩანს, ამ საუბრის შინაარსი დაამთავრებს სააკაშვილს...
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 13:31


Prime Time"-ს ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით გიორგი აბდალაძე ესაუბრა. მისი განცხადებით, ფოტოგრაფების მოთხოვნა  მხოლოდ ისაა, რომ სასამართლომ  მიიღოს გადაწყვეტილება და აღიაროს, რომ ისინი უდანაშაულო პატიმრები იყვნენ:

 

„ჩემი აზრით, საქმეს გრიფი „საიდუმლო" სტენოგრამის გამო  ადევს, რომელიც თითქოს მე ავიღე საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადავეცი ქურციკიძეს. ეს სტენოგრამა სააკაშვილისა და ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ შეხვედრას შეეხებოდა.  თუმცა არ ვიცი ამ შეხვედრის  საუბრის შინაარსი. ამ შეხვედრის შესახებაც მაშინ გავიგე, როცა ძალის გამოყენებით მოითხოვდნენ ჩემგან, ის ჩვენება მიმეცა, რაც მათ უნდოდათ. სწორედ მაშინ მეუბნებოდნენ, შენ აიღე სტენოგრამა პრესსამსახურის ოთახიდანო. ამ ყველაფერს ადევს გრიფი. ჩვენი ჩვენების გარდა, ამ საქმეში რა ხდება არაფერი ვიცი...

 

სააკაშვილზე იყო ეს სტენოგრამა... მის კერძო საუბარზე რომელიღაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მე ვერ ვხვდები რაში დასჭირდა ამ სტენოგრამის საქმეში ჩადება წინა ხელისუფლებას. ეჭვები მაქვს და ვარაუდებიც.

 

როგორც ჩანს, ამ საუბრის შინაარსი დაამთავრებს სააკაშვილს... საბოლოოდ  მაინც ვფიქრობ, რომ გაგვამართლებენ, რადგან ძალიან მძიმე რაღაცეები გადავიტანეთ.

 

ნასამართლეობა მოხსნეს, მაგრამ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვიყავით უდანაშაულო პატიმრები. ამას ვითხოვთ ჩვენ, თორემ ვიღაცის დაჭერასა და დასჯას - აღარ. სიმართლე გითხრათ, იმდენი დროც გავიდა... ყველა ზემოდან ბრძანებას ასრულებდა", - ამბობს გიორგი აბდალაძე.


 

მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: Prime Time


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016