reportiori.ge - გიორგი აბდალაძე: ზოგჯერ ვხუმრობ - გრიფი კი არა, ჯადო ადევს-მეთქი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:40
პრეს-დაიჯესტი
გიორგი აბდალაძე: ზოგჯერ ვხუმრობ - გრიფი კი არა, ჯადო ადევს-მეთქი!
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 14:42


 

ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებითPrime Time"-ს  ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ესაუბრა. აბდალაძე იმედოვნებს, რომ „ადრე თუ გვიან ყველაფერს ნათელი მოეფინება":


„ჩვენ შეგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქმე გამოიძიება! წარმოდგენა არ მაქვს გრიფის საქმე რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ ვხუმრობ კიდეც, გრიფი კი არა, ჯადო ადევს-მეთქი. ჯერაც ვერ ვხსნი რაღაცეებს. მაგრამ იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ნათელი მოეფინება. ვერ ვხვდები იმას, ამდენი დრო რაში დასჭირდათ... სიმართლე გითხრათ, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ მოლოდინის გარდა არაფერი დაგვრჩენია", - ამბობს აბდალაძე.


საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეუძლია საზოგადოებას შეპირდეს - უახლოეს მომავალში "ფოტოგრაფების საქმეზე" არსებულ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი:


"ეს საქმე არის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის წარმოებაში. ჩვენ საქმეს გრიფი არ ადევს, გრიფი ადევს ძველ საქმეს. მე შემიძლია საზოგადოებას შევპირდე, რომ უახლოეს მომავალში ამ საქმეზე არსებულ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, მათ შორის რის საფუძველზე და რა გარემოებების საფუძველზე მოხდა ფოტოგრაფების ბრალდება ჯაშუშობისთვის", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: Prime Time



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016