reportiori.ge - არჩილ თალაკვაძე: ქირიას მკვლელობის გამოძიებამ სხვა ოთხ საქმესთან დაკავშირებით კითხვები გააცოცხლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:10
სამართალი
არჩილ თალაკვაძე: ქირიას მკვლელობის გამოძიებამ სხვა ოთხ საქმესთან დაკავშირებით კითხვები გააცოცხლა
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 15:04


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია იმედს" განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ კითხვები კიდევ ოთხი საქმესთან დაკავშირებით გააცოცხლა.



ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ გააცოცხლა, ამოწია კითხვის ნიშნები სხვა ოთხ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2005-2009 წლებში მოხდა და რომლებიც დღემდე გაუხსნელია. ეს არის ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება - ეს საქმე დღემდე გაუხსნელია; ეს არის მისი გერის მკვლელობა; ეს არის ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, რომელზეც მართალია, ერთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ გამოძიება მუშაობს დამატებით, ეს საქმეც იქნა შესწავლილი; ასევე, ეს არის მაღალდაძის მკვლელობა, რომელზეც ასევე არსებობს კითხვის ნიშნები. ამ საქმეებში არის გარკვეული დეტალები, რომელსაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ამ ბოლო საქმესთან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



მისი თქმით, გამოძიება ამ საქმეებს შორის შესაძლო კავშირის დადგენაზე მუშაობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016