reportiori.ge - პატრიარქმა მიმართა მრევლს, რომ ნაკურთხი წყალი სახლში წაიღონ, თავადაც მიიღონ და ასხურონ შვილებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:23
რელიგია
პატრიარქმა მიმართა მრევლს, რომ ნაკურთხი წყალი სახლში წაიღონ, თავადაც მიიღონ და ასხურონ შვილებს
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 15:09


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო.


პატრიარქმა ქადაგების დაწყებამდე ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალი აკურთა.

უწმინდესმა მიმართა მრევლს ნაკურთხი წყალი სახლში წაიღონ, თავადაც მიიღონ და ასხურონ შვილებს, სახლს, ეზოს, რათა მადლი ყოვლად წმინდისა სამებისა გადავიდეს მათზე.


"დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უხვად ასხუროს ეს ნაკურთხი წყალი და განგვწმინდოს ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, ყოვლისაგან ბოროტისა, ანგელოზი მფარველი სუფევდეს საქართველოში, მფარველი ჩვენი ხალხისა და ერისა. დალოცვილი და გახარებული იყავით. დღევანდელ დღეს ასევე ეწოდება განცხადება უფლისა. წმინდა სამება შეგეწიოთ, დღეს არის ჩვენი ტაძრის დღესასწაული. წმინდა სამება გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს", - განაცხადა უწმინდესმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016