reportiori.ge - ლალი ბადურაშვილი: ჩაფიქრებული მაქვს, სააკაშვილის საყვარელი ქანდაკება ჩაქუჩით დავჩეჩქვო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:25
პრეს-დაიჯესტი
ლალი ბადურაშვილი: ჩაფიქრებული მაქვს, სააკაშვილის საყვარელი ქანდაკება ჩაქუჩით დავჩეჩქვო!
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 15:57


„ვერაფრითვეგუები იმას, სააკაშვილის მიერ დატოვებული ველოსიპედი ისევ თბილისის შუაგულშია წამოჭიმული. არაფერს ვამბობ იმ ორ მილზე, ავლაბრის აღმართზე ულამაზეს ხედს რომ ამახინჯებს, მათი აღება შესაძლოა დიდ თანხებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ამ ველოსიპედის გატანა რაღა გახდა?!", - ამ განცხადებას მსახიობი ლალი ბადურაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აკეთებს. გთავაზობთ ამონარიდს:


„ამ მთავრობამ სამ წელიწადში ბევრი რამ გააკეთა. გადაუდებელი ოპერაციები უფასოდ კეთდება, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამოქმედდა. დღეს ახალგაზრდებს ჯიბეში წამალს აღარ უდებენ, უდანაშაულო ადამიანებს არ იჭერენ და არ აუპატიურებენ! ამის არ დანახვა შეუძლებელია.

 

ცოტა ხანს კიდევ ვაცდი მთავრობას და თუ არ იმოქმედებენ ჩაფიქრებული მაქვს, სააკაშვილის საყვარელი ქანდაკება ჩაქუჩით დავჩეჩქვო, ამას აუცილებლად გავაკეთებთ მე, ქეთინო კიკნაძე, ნელი კობიაშვილი და ბევრი სხვა ჩვენი თანამოაზრე.

 

გეკითხებით, როდემდე უნდა ვუყუროთ მიშას ნახუშტურალს?! გადაიტანეთ ვაკის პარკში, ან ზოოპარკში, სადაც ბავშვები დადიან. იცოდეთ, ველოსიპედს რომ დავჩეჩქვავ, ჯარიმასაც არ გადავიხდი და ჩამსვან ციხეში, თუ არ შერცხვება ამ მთავრობას.

 

ან როდემდე გვაცქერინონ იმ კოშმარს, გმირთა მოედანზე რომ არის აღმართული?! არ რცხვენიათ?! ამ „ფალოსზე" ომში დაღუპული ბიჭების სახელები წერია, რაც მათდამი პატივისცემა კი არა, მასხრად აგდება და შეურაცხყოფაა. თანაც მიდით აბა გამადიდებელი შუშის გარეშე თუ წაკითხავთ იქ დაწერილ გვარებს. რა გახდა ბოლოს და ბოლოს, მოგვაცილეთ ეს სირცხვილისა და უგემოვნობის სიმბოლო!

 

ძალიან მწყდება გული, რომ სააკაშვილის რეჟიმის სადისტები დღემდე არ არიან გასამართლებულები. თუმცა ისიც მესმის, რომ მათივე მეთოდებით არ სჯიან. აბა ერთი ოჯახის გაუპატიურებით დაემუქრონ, თუ არ აღიარებენ ყველაფერს", - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა

წყარო: ასავალ-დასავალი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016