reportiori.ge - ციალა შანავა: სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა სასამართლოზე აღიარა - ვაზაგაშვილის მანქანას მივდევდი და ვესროდიო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:34
პრეს-დაიჯესტი
ციალა შანავა: სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა სასამართლოზე აღიარა - ვაზაგაშვილის მანქანას მივდევდი და ვესროდიო
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 16:47


„აღშფოთებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის, ზურიკოს მკვლელებს მსუბუქი სასჯელები აკმარეს - ფირცხალავას და ცააძეს 12-12 წელი მიუსაჯეს, ნაკანს კი - 6 წელი", - განცხადებას ზურა ვაზაგაშვილის დედა ციალა ვაზაგაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აკეთებს:


„ სპეცრაზმის  ყოფილმა უფროსმა ნაკანმა სასამართლოზე აღიარა, რომ ვაზაგაშვილის მანქანას მივდევდი და ვესროდიო. ამის მოწმეებიც არსებობენ, რომლებიც სასამართლოზე დაიკითხნენ და დაადასტურეს, რომ ჩემი შვილის მანქანას პირველი 7 ტყვია სწორედ ნაკანმა ესროლა. იგივე დაადასტურეს რიგითმა სპეცრაზმელებმაც.

 

მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა მხოლოდ სამი წელი მიუსაჯა ბეროძეს, რომლის მიერ ნასროლი ტყვია ჩემს შვილს თავში ჰქონდა მოხვედრილი!

 

არ ვიცი, სად და ვის ჰქონდა შენახული, მაგრამ სასამართლოზე წარმოადგინეს კადრი, რომელზეც ჩანს, რომ ჩემი შვილის მანქანას ავტომატიდან ესვრის პირადად ირაკლი ფირცხალავა", - აცხადებს ციალა შანავა.



წყარო: ასავალ-დასავალი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016