„დოლარის კურსმა მთელ მსოფლიოში რომ აიწია, რა ქნას ამ პატარა ქვეყანამ?! მეცოდება დღევანდელი მთავრობა, ურთულეს პირობებში უწევთ ლავირება", - ამ განცხადებას მსახიობი ლალი ბადურაშვილი „ასავალ დასავალთან" ინტერვიუში აკეთებს:
„დოლარის კურსმა მთელ მსოფლიოში რომ აიწია, რა ქნას ამ პატარა ქვეყანამ?! მეცოდება დღევანდელი მთავრობა, ურთულეს პირობებში უწევთ ლავირება. და მაინც, ხალხმა სწორედ იმიტომ მოგიყვანა ქვეყნის სათავეში, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ქვეყნისთვის ყველაზე სასარგებლო გამოსავალი იპოვო.
ოკეანის გაღმა მყოფ ამერიკელებს აქვთ კავკასიის ინტერესი და რა გასაკვირია, რუსეთს რომ ჰქონდეს?! როდესაც დათვი, ლომი და ვეფხვი იბრძვიან შენს გამო, პირში არ უნდა შეუვარდე, აცადე, იქნებ ერთმანეთი დაგლიჯონ და შენ უვნებელი გამოძვრე... რატომ უნდა გვაჯობოს სომხეთმა ჭკუით?
ან მინდა ისეთი დემოკრატია, სადაც ერთსქესიან ქორწინებას მიკანონებენ? რატომ მახვევენ თავს ხუთი კაცის მონაჩმახს?! ერს უნდა ჰკითხო!", - განაცხადა ბადურაშვილმა.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: ასავალ-დასავალი