ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საარჩევნო სიაში ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ხალხის ნდობა და სიყვარული აქვთ.
„ჩემთვის, როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რა შემადგენლობით წარსდგება კოალიცია ამომრჩევლის წინაშე. ჩვენი გუნდი მაშინ შეიკრიბა, როცა ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინოდა. ფაქტიურად, ომში მივდიოდით. გვიპირისპირდებოდნენ ფიზიკურად, გვესროდნენ ქვებს და ყველა მეთოდით გვებრძოდნენ. შეუძლებელია, ამ ადამიანების მიმართ ხელაღებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული. დაზუსტებულ სიას არჩევნებამდე 40 დღით ადრე გავიგებთ",-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გადაცემა 2030-ში.
რაც შეეხება „ქართული ოცნების" კორპორატიული საღამოს, ჩაფიძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც კორპორატიულ საღამოზე ნათქვამ ფრაზებს ინტეპრეტირებას უკეთებენ, არც ფრაქციას იცნობენ და არც ბატონ ივანიშვილს.
„ეს იყო მშვენიერი საღამო, სადაც არა ერთხელ ითქვა, რომ გუნდის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია და ყველა მათგანი გუნდში დარჩება",-აღნიშნა ჩაფიძემ.