პარლამენტის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხშირად გაჟღერებული განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს იზიარებს, არაადექვატურია.
როგორც მეჭიაურმა გადაცემაში „2030" აღნიშნა, ხელისუფლებამ ამ მძიმე ვითარებაში მოახერხა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციას მიაღწია და ამავე დროს არც რუსეთის მხრიდან წამოსულა აგრესიული ნაბიჯები.
„ვიღაც-ვიღაცები ხშირად იმით გვაშანტაჟებენ, რომ თუ რამეს სხვანაირად ვიტყვით, ესეიგი, დასავლეთისკენ არ მივდივართ. ჩვენი პოლიტიკური ძალა დასავლეთისკენ იმ დოზით და სიჩქარით მიდის, რა სიჩქარეც საქართველოს საომარ ორომტრიალში არ აღმოაჩენს. რეგიონში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საომარ ვითარებაში არ იმყოფება.
რუსეთთან კონფლიქტი, ასე თუ ისე, დაკონსერვებულია. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ასეთ გამოწვევებში, ქვეყანა ვიზალიბერალიზაციამდეც მიეყვანა და ჩრდილოეთთან დაძაბულობის ესკალაციაც არ მოეხდინა". - აცხადებს თამაზ მეჭიაური.