საქართვეოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით რუსეთს „გაზპრომის" გარდა საქართველოზე ზეწოლის უფრო ეფექტური იარაღებიც გააჩნია, ამიტომ ამ თემით მანიპულირება არაფრის მომცემია.
როგორც მინისტრმა გადაცემა „არჩევანში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, საქართველო რუსეთზე გარკვეულწილად ყოველთვის იყო დამოკიდებული.
„ვერ დაგეთანხმებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ "გაზპრომით" და ბუნებრივი აირით არის შესაძლებელი საქართველოზე ზეწოლა განახორციელო. ჩვენდა სამწუხაროდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, გარკვეულწილად, დამოკიდებული ვართ რუსეთზე - წლების განმავლობაში ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ის საუკეთესო ფასად გვაწვდის. ეს ჩემი დაწყებული ურთიერთობები არ არის, ეს არის ჩემი წინამორბედი მინისტრების მიერ აშენებული ურთიერთობები და მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკის სექტორში მართლაც კარგი, გამართული ურთიერთობებია.
მე არ ვაპირებ იმ ურთიერთობების დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ. მე გამოვდივარ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან", - განაცხადა კალაძემ.