reportiori.ge - „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს ავსტრიაში გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:42
პოლიტიკა
„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს ავსტრიაში გაიმართება
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 10:20



ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ინფორმაციით, „გაზპრომთან" მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს ავსტრიაში გაიმართება. განცხადება კალაძემ გადაცემა „არჩევანში" გააკეთა.


„მომდევნო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება. შეხვედრაში მე მივიღებ მონაწილეობას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დარგისთვის იქნება მისაღები და მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე არ იქნება ბატონი მილერი და როგორც ვიცი, იქნება ქალბატონი ბურმისტროვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ დეტალებს, თუ რა თემაზე იყო და როგორ დასრულდა მოლაპარაკება.


დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გაზის ფასის ზრდა არ არის მოსალოდნელი. თქვენ იცით, ტენდენცია როგორია, როგორ ეცემა ნავთობის ფასი და გარკვეული თვეების განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასიც მისდევს ვარდნას ნავთობისა და ამ ეტაპზე მე გამოვრიცხავ, რომ ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდოს", - განაცხადა კალაძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016