reportiori.ge - შსს-მ ოზურგეთში ქურდობის ფაქტი აღკვეთა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:03
სამართალი
შსს-მ ოზურგეთში ქურდობის ფაქტი აღკვეთა
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 10:36



შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოზურგეთში მცხოვრები ძმები - 1987 წელს დაბადებული,  ნოდარ თ. ქურდობის მცდელობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ხოლო 1997 წელს დაბადებული თორნიკე თ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.


სამართალდამცველებმა ნოდარ თ. ოზურგეთში, ჭანტურიას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ძმასთან - თორნიკე თ-სთან ერთად ფულის წაღებას აპირებდა. ძმებმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია  ე.წ. „ზუბილა", სახრახნისი და ტყავის ხელთათმანები.


გამოძიება ქურდობის მცდელობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლით და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით).




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016