reportiori.ge - „არ ვაპირებ რუსეთთან იმ ურთიერთობის დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:54
პოლიტიკა
„არ ვაპირებ რუსეთთან იმ ურთიერთობის დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ“
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 10:47


ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა „არჩევანში" „გაზპრომის" საკითხზე მიმდინარე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად სხვა ინსტრუმენტები გააჩნია, ვიდრე „გაზპრომი" და ბუნებრივი აირია:

 

„ვერ დაგეთანხმებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ „გაზპრომით" და ბუნებრივი აირით არის შესაძლებელი, საქართველოზე ზეწოლა განახორციელო. ჩვენდა სამწუხაროდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, გარკვეულწილად, დამოკიდებული ვართ რუსეთზე - წლების განმავლობაში ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ის საუკეთესო ფასად გვაწვდის. ეს ჩემი დაწყებული ურთიერთობები არ არის, ეს არის ჩემი წინამორბედი მინისტრების მიერ აშენებული ურთიერთობები და მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკის სექტორში მართლაც კარგი, გამართული ურთიერთობებია. მე არ ვაპირებ იმ ურთიერთობების დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ. მე გამოვდივარ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან", - განაცხადა კალაძემ.


კითხვაზე - რამდენადაა შესაძლებელი „გაზპრომთან" მოლაპარაკებებმა აზერბაიჯანსა და დასავლეთთან ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, კალაძე პასუხობს:  

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ ანალიზს ვაკეთებთ, თუ რამდენად იქნება რისკის შემცველი ასეთი მოლაპარაკებები, თუმცა იმდენად მცირეა „გაზპრომის" გაზზე დამოკიდებულება, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს ამ მიმართულებით", - აცხადებს კალაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016