reportiori.ge - 20 იანვარი - ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:00
კულტურა
20 იანვარი - ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 12:01


20 იანვარს ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა. ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში დაიბადა. ის გაიზარდა ხევის მმართველის მიხეილ  ჩოფიკაშვილისა  და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში.


მშობლებმა  თბილისში ჯერ ჰაკეს, შემდეგ კანონიჩის პანსიონში მიაბარეს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870  წლებში - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას და ეს პერიოდი ასახა თავის მოთხრობაში „ნამწყემსარის მოგონებანი".  1879 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა თეატრში. პირველი მოთხრობა  „ციცკა" 1880 გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა" და ილია ჭავჭავაძის „ივერიაში".  1881წელს  „დროებაში" დაიბეჭდა „ელგუჯა", რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები „ელისო", „მამის მკვლელი", „ციკო", „განკიცხული", „ხევისბერი გოჩა", „მოძღვარი".


მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. 


1886-1887 წლებში მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, 1893 წლის 22 დეკემბერს კი გარდაიცვალა.


ალექსანდრე ყაზბეგი  სტეფანწმინდაში დაკრძალეს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016