reportiori.ge - მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კიდევ შემცირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:30
მსოფლიო
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კიდევ შემცირდა
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 12:50


მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კიდევ შემცირდა. „ბლუმბერგის" მონაცემებით, ერთი ბარელი WTI ტიპის ნავთობის ყიდვა 27,52 დოლარადაა შესაძლებელი. „ბრენტის" ნავთობი კი 28,18 დოლარი ღირს.



„შავი ოქროს" ყიდვა ბოლოს ამ ფასად 2003 წელს იყო შესაძლებელი. ნავთობის ფასმა კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიკლო, რაც გუშინ ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში განაცხადეს, რომ ნავთობბაზრებზე ჭარბი მიწოდებაა მოსალოდნელი. ამას ირანის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების მოხსნაც მოჰყვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზარს ენერგორესურსების კიდევ ერთი მიმწოდებელი დაუბრუნდება.



ექსპერტების მოსაზრებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ნავთობის ფასის მორიგი მნიშვნელოვანი კლება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016